ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძარი ელაივაზე

ელიავას ბაზრობაზე ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა,  ოთარ კერესელიძემ განაცხადა.

„ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს კერების დამუშავება. ოპერატიულად გამოიძახეს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. დაშავებულებზე ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში არ შემოსულა. ადგილზე იმყოფება ყველანაირი სამსახური.

ხანძარი ერთ-ერთ სასაწყობე ფართში გაჩნდა. ცეცხლი გავრცელებული იყო დაახლოებით 1 000-1 500 კვადრატზე“- განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

ხანძარი ბაზრობაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაჩნდა.