რას აცხადებს აბუ-დაბის პოლიცია ნურმაგომედოვისა და დვალიშვილის სასტუმროში მომხდარ დაპირისპირებაზე
1794490086
თბილისში, საბურთალოზე, ტექნიკუტრ უნივერსიტეტთან მდებარე კერძო ტიპის დასახლებაში ძლიერი ხანძარი იყო. სრულად დაიწვა 1 ნაგებობა, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება და შემდგომში ლიკვდირება დროულად შეძლეს, რის შედეგადაც მჭიდროდ განლაგებულ შენობებზე ცეცხლი არ გავრცელებულა.
ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.