1788900039
ძალიან მომბეზრდნენ ეს არათანამედროვე, დაბღვერილი კაცები - ვისზე წერს ნათია ფანჯიკიძე
„რა უსაქმური უნდა იყო კაცი და არაფრის შენება იცოდე, 21-ე საუკუნის 20-იან წლებში კიდევ ომი რომ დაიწყო და მკვლელობებით იქცევდე თავს“, - ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დამღლელია იყო გაუთავებელი კრიზისების მსხვერპლი.
„საციგაო გაეკეთებინა ციმბირში, ძველი ლაგერების ტერიტორიაზე, არ ჯობდა? ჩავიდოდით, ვისრიალებდით ყველა ერთად, ვიგუნდავებდით კიდეც. გამოეტანა ბევრი ვოდკა გასაყიდად, პელმენის სუპი კიდევ. ძალიან მომბეზრდნენ ეს არათანამედროვე, დაბღვერილი კაცები და მათი გაუთავებელი კრიზისების მსხვერპლობა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, რუსეთსა და დასავლეთს შორის ვითარება უკიდურესად დაიძაბა.












