როგორი ზამთარია მოსალოდნელი საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი
1794254992
სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სანდრო გირგვლიანის მამამ, გურამ გირგვლიანმა „კვირის პალიტრასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი დღემდე არ გამოხატავს სინანულს.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი, სააკაშვილი, საერთოდ ჭკუიდანაა გადასული და არ იცის, რას ამბობს. რა უნდა თქვა მასზე? ან რომელ სინანულზეა საუბარი, ამხელა ტრაგედია მოხდა და სინანული მისი მხრიდან კი არა, "ნაცმოძრაობის" არც ერთი წევრის მხრიდან, არავის გამოუხატავს.
ახლაც იმას ამბობენ, ყველაფერში მართლები ვართო. თურმე, დღეს ყოფილა ყველაზე ცუდი მდგომარეობა საქართველოში და მათ დროს ყველაფერი კარგად იყო. არ მინდა ახლა ამაზე საუბარი, ამ თემაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ბევრი რამის გახსენება შეიძლება.
ვერც გაიგებ, პირველი მეორე ცოლია, თუ რა ხდება მის პირადში, მაგრამ მაშინ, როცა ირინა ენუქიძე ქუჩაში გამოდიოდა და შვილის მკვლელობას აპროტესტებდა, სანდრა რულოვსმა თქვა, დაჯდეს სახლის კუთხეში და იტიროს, ქუჩაში კი არ უნდა გამოდიოდესო. ამ ხალხზე სხვა რა უნდა ვილაპარაკო, რა სინანულზეა ლაპარაკი? მიჭირს ამ თემაზე საუბარი.
სანდრო ყოველთვის არის და იქნება. დღესაც ვიკრიბებით სანდროს საფლავთან. 13 თებერვალს სანდროს დაბადების დღეა და ამ დღეს ყოველთვის სვანეთში, მესტიაში ვარ, იქ ჩამოდიან ბიჭები, სანდროს მეგობრები, მაქსიმუმ ერთი კვირით და ყოველ წელს იქ ერთად აღვნიშნავთ მის დაბადების დღეს. სულ მოდიან ჩემთან. ეს არ არის ის ურთიერთობა, ადამიანები, რომ მიდიან და მერე აღარც ახსოვთ, ან ეპიზოდურად ახსოვთ გარდაცვალების და დაბადების დღეზე. ჩვენთან ასე არ არის, ფაქტობრივად, მის მეგობრებს სანდრო ყოველდღე ახსოვთ და მე მათთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. დიდია სანდროს ბიჭების როლი, მას მართლა კარგი მეგობრები ჰყავს. ძალიან გაუმართლა მეგობრებში“, - ამბობს გურამ გირგვლიანი „კვირის პალიტრასთან“ საუბრის დროს.