დომენიკ მანგო ომში მიდის

მანგო

დომენიკ მანგო ომში მიდის. ამის შესახებ თავადვე სოციალურ ქსელში წერს.

„უკრაინის კონსულს ველაპარაკე. მოკლედ: თბილისიდან სოფიამდე მივდივართ ავტობუსით, სოფიადან კი რომელიმე ზემოჩამოთვლილ ქვეყნებში. იქიდან უკვე ჯარი დაგვარეგისტრირებს.
გადავდივარ ტრანსპორტის გარკვევაზე,“- წერს დომენიკ მანგო.

ბოლო ოფიციალური მონაცემებიით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, რუსული მხარის დანაკარგი 800 ჯარისკაცს აღემატება. თავდაცვის სამინისტროს არ დაუკონკრეტებია, დანაკარგში მხოლოდ მოკლულ ჯარისკაცებს გულისხმობენ თუ ტყვეებსაც.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის 30-ზე მეტი ტანკი, 6 ვერტმფრენი და რამდენიმე საფრენი აპარატი გაანადგურეს.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, რუსეთის სამხედრო თავდასხმის შედეგად, უკრაინაში 24 თებერვალს 57 ადამიანი დაიღუპა და  169 დაიჭრა.

 

ასევე ნახეთ - „ჩვენ აქ ვართ, კიევში... ვიცავთ უკრაინას“ - ზელენსკის საგანგებო მიმართვა