დღეს წყალი შეგეზღუდებათ - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

დღეს, 21 ნოემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში , თ.გაზდელიანის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ღამის საათებში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 21 ნოემბერს 22:00 საათიდან 22 ნოემბრის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

  • უჩანეიშვილის N 30-68 (ლუწებს)
  • N 41-69 (კენტებს)
  • ქორგიას
  • გაზდელიანის
  • თბილისის
  • მშვიდობის
  • ნუშის ბაღების
  • მაჩაბელის
  • დიმა პაპიაშვილის ქუჩას
  • კაკლების დასახლებას.