დღეს ნათლისღებაა

ნათლისღება

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა ჩატარდება. წირვის დასრულებამდე წყალკურთხევის წესი შესრულდება. მსახურების ბოლოს მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეეძლებათ.

საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

ასევე ნახეთ:

„პატარა ხელები რომ ჩასჭიდე ნათლობის მოწმობას, ღმერთმა იცის, მას შემდეგ არც კი ჩაგვიხედავს, რა ეწერა შიგნით, საგზური ყოფილა თურმე...“ - ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

შეიძლება თუ არა ნათლისღების წყლის გამრავლება სახლში