ადრეული დემენციის 5 ნიშანი, რომლებიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1763326003
მსოფლიოში ცნობილი მოდის დიზაინერი დემნა გვასალია პოპულარობას არ კარგავს. ალბათ, ბევრს აინტერესებს, როგორ მიაღწია ახალგაზრდა ბიჭმა ამდენს - გთავაზობთ ერთ-ერთი ინტერვიუდან ამონარიდს, სადაც დიზაინერი სამუშაო პროცესის წამმართველ საკუთარ პრინციპებს ამხელს.
„კონკურენცია შეიძლება ძალიან ჯანსაღი იყოს და შემოქმედებითი განვითარებისაკენ გიბიძგოს, მაგრამ ის არასდროს უნდა გადაიზარდოს ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცებაში, რადგან ზუსტად მაშინ ხდება ტოქსიკური. მოდის სკოლები ასეთი ტოქსიკური გარემოს შექმნაში ძალიან კარგები არიან. სისელ ტოლასმა მითხრა: „შემოქმედებითი კოლაბორაცია არის კონკურენციის და შეჯიბრებითობის ახალი და თანამედროვე ფორმა“, ვფიქრობ, რომ ამ იდეაში რაღაც საკმაოდ გენიალურია“.
დღეს ძალიან ბევრი მოდის სკოლა არსებობს, რომლებიც ტყუილ იმედებს და ილუზიებს უქმნიან ახალგაზრდებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ციფრები მიიღონ. ისინი სკოლებს მართავენ, როგორც ბიზნესს. მოდის განათლებაში მთავარი უნდა იყოს ასწავლო სტუდენტს, როგორ გამოიწვიოს საკუთარი შემოქმედებითობა და გაუჩნდეს ახალი იდეები, რომლებიც საბოლოოდ, ვიღაცას მოეწონება და იყიდის.
არასდროს დამავიწყდება მომენტი, როდესაც აკადემიაში რაღაცაზე ვმუშაობდი, ლინდა [ლოპა] მოვიდა და მითხრა: „დემნა, დაფიქრდი, ვის მოუნდება, ვინ გადაიხდის ამაში ფულს,“, დღემდე, ეს სიტყვები არის ჩემი სამუშაო პროცესის წარმმართველი პრინციპი“, - განაცხადა გვასალიამ.