„სხვა გზა არ მაქვს, ნატა... ძალიან არ მინდოდა...“ - თამუნა მუსერიძე
1794339158
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახი დაკარგულ პიტბულს ეძებდა. ამას თან საკმაოდ მძიმე ისტორია ახლდა - ფეხმძიმე გოგონა ავარიაში მოჰყვა, იყო უგონო მდგომარეობაში, ხოლო მანქანიდან ძაღლი გაიქცა. დაშავებულის დედამ კი ძაღლის მოძებნა გადაწყვიტა. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობაც გაუმჯობესდა და ოჯახმა დაკარგულ ძაღლს მიაგნო.
ძაღლი მაიკო ჩერქეზიშვილის ოჯახმა იპოვა და სახლში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში შეიფარეს.
„ავარიის დროს დაკარგული მაქსი ნაპოვნია. მაიკო ჩერქეზიშვილის ოჯახმა იპოვა და სახლში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში შეიფარა, მადლობა ამ გულისხმიერ ადამიანებს. გზაში არიან, მიდიან წამოსაყვანად. ესეც ასე... დედას შვილიც უკეთ ჰყავს და ცუგაც იპოვა. მადლობა მას, რომ ამ რთულ სიტუაციაში ცუგას ძებნა არ შეწყვიტა. ასევე თქვენ ყველას მადლობა,რომ გაავრცელეთ და გულთან მიიტანეთ. ხმის გაგონებაზე ლამის კამერიდან შემოხტაო. ელოდება მის ადამიანებს.
რა ბედნიერებაა, ასეთი ხალხის გარემოცვაში რომ იზრდებიან ცხოველები. მაქსი,დღეს თავის ადამიანებთან დაიძინებს.“ - წერს სოციალურ ქსელში ლელუკა ზამთარაძე.