„დედა არ ჰყოლია... სამი დედმამიშვილიდან უფროსი ძმა არის სრულწლოვანი და ლილე მას ეხმარება ოჯახის რჩენაში“, - პატარა ლილეს ისტორია

ხელნაკეთი ნივთები

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია სალაძე პატარა გოგოს შესახებ ემოციური ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც ხელნაკეთ სამკაულებს ყიდის.

მისი თქმით, პატარა გოგოს დედა არ ჰყავს და ამ გზით ოჯახის რჩენაში მის უფროსს ძმას ეხმარება.

„10 წლის პატარა business lady დიღომში ონლაინ ყიდის თავის ნახელავ მძივებს... დედა არ ყოლია 

სამი დედმამიშვილიდან უფროსი ძმა არის სრულწლოვანი და ლილე მას ეხმარება ოჯახის რჩენაში. გული გამითბა... კი არ მომიკვდა, გამითბა გული __ პატარა ქალი, უკვე დიდი ადამიანია. დაურეკეთ ვინც თბილისში ხართ 

და შეუკვეთეთ ნახელავი, ნაჩუქარი არაფერი უნდა, ბიზნესს აკეთებს  
  ეს მათი ნომერია“, - წერს ნატა სალაძე სოციალურ ქსელში.