დაცული ტერიტორიების სააგენტოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის – „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ პრეზენტაცია გაიმართა

დაცული ტერიტორია

დაცული ტერიტორიების სააგენტოში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის – „მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება“ პრეზენტაციის მიზანი იყო იმ ინოვაციური საგანმანათლებლო მიმართულების წარდგენა, რომელიც საქართველოში მთიანი რეგიონების განვითარებისათვის აუცილებელი, სპეციალიზებული ცოდნის მქონე პროფესიონალების გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა აერთიანებს სისტემურ მიდგომებს, მდგრადი განვითარების თანამედროვე კონცეფციებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.

დაცული ტერიტორიების სააგენტო პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებს შორისაა და აქტიურად იყო ჩართული პროექტის განხორციელების პროცესში. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დაცული ტერიტორიების მართვის, კვლევის და მენეჯმენტის მიმართულებით მომავალი სპეციალისტების ცოდნის გაღრმავებას.

პროგრამა შეიქმნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.