დასახელდა 5 საკვები პროდუქტი ლამაზი და სქელი თმისთვის

თმა

კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც განსაზღვრავს თმის სისქეს, სიმკვრივეს, ბზინვარებას და ცვენის ინტენსივობას. თუმცა, თმის თვისებებს მხოლოდ კვება არა, გენეტიკა, ჰორმონები, სტრესიც აყალიბებს.

დასახელდა 5 საკვები, რომელიც ლამაზი და სქელი თმის ხელშემწყობია:

კვერცხი

კვერცხი მდიდარია ცილებით და ბიოტინით. B ვიტამინი აუცილებელია კერატინის წარმოქმნისთვის. 

ცხიმიანი თევზი

მდიდარია ომეგა 3-ით, ცხიმოვანი მჟავებით და D ვიტამინით. ომეგა 3 ამცირებს ანთებას და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაზრდას თავის კანსა და ფოლიკულებში.

კენკრა

კენკრა მდიდარია C ვიტამინით, რომელიც აუცილებელია კოლაგენის წარმოქმნისთვის. ის, ასევე, მდიდარია ანტიოქსიდანდებით, რომლებიც იცავს თმის ფოლიკულებს დაზიანებისგან.

ისპანახი

ისპანახი რკინისა და ფოლიუმის მჟავას წყაროა. რკინა აუცილებელია თმის ფოლიკულამდე ჟანგბადის მისაღწევად.

თხილეული და მარცვლეული

ესენი თუთიისა და E ვიტამინის შესანიშნავი წყაროებია. თუთია ხელს უწყობს თმის ქსოვილების ზრდას და აღდგენას, ხოლო E ვიტამინი იცავს ფოლიკულს ოქსიდაციური სტრესისგან.