დარიანის კრებულის ხელახლა დასაბეჭდად საზოგადოებამ 20 000 ლარამდე შეაგროვა

დარიანი

ელენე დარიანის (ბაქრაძე) კრებულის ხელახლა დასაბეჭდად 1 დღეში 19 449 ლარი შეგროვდა. კამპანიის ორგანიზატორები შემომწირველებს გადარიცხვების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რადგან ტირაჟის დასაბეჭდად საკმარისი თანხა უკვე შეგროვდა.

„ამ წუთისათვის შემოსულია 19 449.6 ლარი. რადგან დღეს ბანკები არ მუშაობს, ხვალ გამოჩნდება სხვა ბანკებიდან გადმორიცხვებიც. იქნებ შევაჩეროთ გადმორიცხვები. საკმარისი ტირაჟით დაიბეჭდება, რომ მერე შეძენაც შესაძლებელი იყოს. ჩვენი შემდეგი ნაბიჯები ასეთია: პარასკევისათვის შემომწირველთა სიას შევადგენთ, დავურთავთ წიგნს და გავაგზავნით დასაბეჭდად. იმედი გვაქვს იმ კვირის ბოლოს უკვე გვექნება.

რაც შეეხება მორჩენილ თანხას, ცალკე შეგატყობინებთ რაში დაიხარჯება. უღრმესი, გულითადი მადლობა ყველას!". – ვკითხულობთ „დარიანის“  Facebook-პოსტში.

ცნობისთვის, 17 იანვარს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, საიდანაც ირკვევა, რომ  დარიანის წიგნში შეცდომით ანა კალანდაძის 2 ლექსი მოხვდა. სამინისტრო წიგნების უკან დაბრუნებას მოითხოვდა.