დაიწყო თუ არა, პანდემიის მე-6 ტალღის დასასრული

კორონავირუსი საქართველო

შეინარჩუნებს თუ არა „ომიკრონის" შემცირებული სტატისტიკა კლების სტაბილურ დინამიკას - ამ კითხვაზე გადამწყვეტი პასუხი ეპიდემიოლოგებს უკვე ხვალისთვის უნდა ჰქონდეთ.

როგორც წესი, კვირის განმავლობაში სწორედ, სამშაბათია ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დღე.

ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავას თქმით, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებია გვაქვს დადებითი დინამიკა, მაინც მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება, განსაკუთრებით რისკჯგუფში," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

✕