სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
სოფელ ნერგეეთში სტიქიის დროს ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის არიან მამა, გია რობაქიძე, უფროსი ვაჟი, დავითი და ტყუპი და, ანა და ქეთი. ცნობილია, რომ მათი დედა ემიგრანტია და უახლოეს საათებში, საქართველოში იქნება.
გარდაცვლილებს ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან.
„მჯერა სამოთხეშიც ასე ერთად ხართ… როგორ მტკივა გული“; „ისეთი დაძმობა ჰქონდათ, იქაც ერთად იქნებიან, ანგელოზები...“ „როგორ უნდა გაუძლოს თქვენმა კარგმა დედამ ,ბავშვებო... საოცარი ბებია-ბაბუას შვილიშვილები, გული მეწვის“ - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე ნახეთ:
სოსო ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უახლესი ინფორმაცია ვრცელდება
„რა ახალგაზრდაა, ღმერთო...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი დაიღუპა