ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა

mewyeri

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთში მეწყერი ჩამოწვა,რის შედეგადაც შიდა სასოფლო გზა დაზიანდა.

წინასწარი ინფორმაციით,  შემთხვევა იანვრის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა და ინტენსიურმა თოვამ გამოიწვია.

ვითარების შესასწავლად ამ წუთებში ადგილზე გეოლოგები მუშაობენ, ასევე მობილიზებულია  ყველა შესაბამისი სამსახური, რათა გზის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა უმოკლეს ვადებში მოხდეს.

ვითარებას გურიის მხარის გუბერნატორი გიორგი ურუშაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  ადგილზე გაეცნენ.

✕