5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ჭადრაკის ლეგენდა Netflix-ის წინააღმდეგ - ნონა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი კალიფორნიაში დღეს შედგება.
ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონი და საერთაშორისო დიდოსტატი ამტკიცებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის" რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა.
მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენი კომპენსაციის სახით, სულ მცირე 5 მილიონ დოლარს და შეცდომის გასწორებას ითხოვს. მინისერიალში ნახსენებია, რომ მამაკაც მოჭადრაკეებს ნონა გაფრინდაშვილიც კი არ დაპირისპირებია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გაფრინდაშვილი ასევე ასაჩივრებს იმას, რომ ის რუს მოჭადრაკედ არის მოხსენიებული.