„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. 28 წლის მასწავლე‐ ბელი გიგა ავალიანი მოკლეს. მას საცხოვრებელ სახლთან დახვდნენ და თავის არე‐ ში მძიმე დაზიანება მიაყენეს.
მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე „შაბათის ფორმულასთან“ ტრაგედიის დღეს და დეტალებს იხსენებს. „მე გამწარებული დედა ვარ. ჩემი ტვინით გამოტენილი შვილი საფლავში წევს, მაგრამ მე ვარ ამაყი დედა. მკვლელებმა გიგა ავალიანი საქართველოს მოუკლეს. მე რამდენიმე ხნით ადრე შევამჩნიე, რომ გიგას უთვალთვალებდნენ. უფრო სწორედ მერე გავიგე, რომ ბიჭები რომლებიც მე ჩვენს სახლთან შევამჩნიე, თურმე მკვლელები ყოფილან. მე იმ დღეს სახლში მისვლა დამაგვიანდა და როდესაც მივედი გიგას დავურეკე. კლინიკიდან მიპასუხეს. როდესაც ის მიიყვანეს კლინიკაში, მაშინვე ვიცოდით, რომ ვერ გადარჩებოდა. როდესაც მითხრეს მოსწავლეებს ეხებოდა საქმე, არ დავიჯერე, ნომრებიც არ მივეცი, რადგან ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს სახლში შემოსული ადამიანი მკვლელი იქნებოდა“, – ამბობს გიგა ავალიანის დედა.
ცნობისათვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა. უწყების ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2008 წელს დაბადებული პირია დაკავებული.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ა. -ს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა , თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა“, – აცხადებენ შსს-ში.