როგორი იქნება 2026–2027 წლების ზამთარი - სინოპტიკოსები უპრეცედენტო ოკეანურ ანომალიებზე საუბრობენ
1786298567
ავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭალეში მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 40 წლამდე კაცის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს. იგი თბილისში მცხოვრები ვ.უბილავაა. ინფორმაციას სოფელ ჭალეს რწმუნებული ავთანდილ მანია ადასტურებს.
მისივე თქმით,მერსედესის მარკის ავტომობილს მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
მეორე მანქანაში სამი მცირეწლოვანი ბავშვი იჯდა. ერთი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკური დირექტორის სულხან ორჟონია თქმით,მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი,უცნობია.
40 წლამდე მამაკაცს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.