ავარიული შემთხვევა ქუთაისში - 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

გაზი

ქუთაისში 7 000-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება.

გაზმომარაგება გვიან ღამით შეწყდა. „სოკარგაზის“ ფილიალის მმართველის, თემურ ხვინგიასინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის მიზეზი ავარიული შემთხვევა გახდა, რომელიც გაზის ტრანსპორტირების კომპანიას შეექმნა.

თემურ ხვინგიას ინფორმაციით, პრობლემა აღმოფხვრილია და გაზმომარაგება დღის განმავლობაში ეტაპობრივად აღდგება.

კომპანიის ცნობით, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი ბუნებრივ აირს მიიღებს.