რა ქონებას ფლობს შორენა ბეგაშვილის რჩეული
1771099147
სწავლის პროცესთან დაკავშირებით თსუ განცხადებას ავრცელებს.
„მათთვის, ვინც მოუთმენლად ელოდით სწავლის აუდიტორიებში განახლებას, ძალიან კარგი ამბავი გვაქვს!
2022 წლის 2 მაისიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, სასწავლო პროცესს სრულად აუდიტორიებში გააგრძელებს.
ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვან თარიღამდე კი, სანამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, გაზაფხულის სემესტრში, 2022 წლის 7 მარტიდან სწავლა შერეული (ჰიბრიდული) ფორმატით განახლდება.
მედიცინის ფაკულტეტს, სწავლების განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებლობა ექნება 2022 წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სასწავლო პროცესი სრულად აუდიტორიებში განაახლოს.აუდიტორიებში სასწავლო პროცესი ეპიდრეგულაციების და არსებული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.