ზურა სიხარულიძე

არის ზედოზირების მაღალი რისკი! - უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები - ზურაბ სიხარულიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ რაც არ არის გამორიცხული, რომ დადგეს! თან ზაფხული ახლოვდება და დიდი მიგრაცია არის ქვეყანაში.

ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება ეს დაუწერელი კანონია. მასე მოხდა ჩვენთან მასე მოხდება უკრაინაში და შემდგომი პერიოდიც. მაგ მხრივ იქნება მაგ ქვეყნისთვის ძაან რთული არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება! ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად ,პროპაგანდისტულად, რეალურად ირიბად თუ პირდაპირ ეს ჩვენ რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენ ქვეყანაში ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.

გარდა ამისა ძაან დიდი რაოდენობას ახალგაზრდები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე ამის დასტურია სოციალური ქსელები - ტიკ ტოკი, ინსტაგრამი და უბრალოდ ქუჩაში რასაც ვხედავთ, და კიდე უფრო მოემატება ვინაიდან ჯერ დასასრული არ ჩანს და კიდე უფრო გამძაფრდება სიტუაცია. შესაბამისად, გაიზრდება მიგრაციული პროცესები რაც თავისთავად მოახდენს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში და ეს არის დარქნეტის გააქტიურება და მისი როლი ახლა, და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება და გასაღება და ამას ცხადყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგები ამ ბოლო პერიოდში და მომართვიანობის გაზრდა.

ასევე მინდა აღვნიშნო რომ ხარისხი ამ ნივთიერებების არის ძაან დაბალი და მათი ტოქსიურობა საკმაოდ მაღალი , ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომატებულია საკმაოდ ალკოჰოლის მოხმარებაც რაც ასევე ჩვენ სტუმრებთან თუ რავი ლტოლვილებთან, თუ რაც ჰქვიათ, იმასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ პრობლემატურია! ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ თავს ნუ ენდობით უცნობ დილერებს და არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი ნივთიერებები, ვინაიდან როგორც ყოველთვის საღდება როგორც უვნებელი და აღმოჩნდება რომ არის უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები, რომლების მოხმარებაც იწვევს საკმაოდ დიდ ზიანს და არის ზედოზირების მაღალი რისკი ასევე როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ზიანის განვითარების საშიშროება!

ასევე საღდება როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოხმარება დახურული ივენთებზე და არის ახალი სინტეტური ნარკოტიკები რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება რაც იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი! თუ მაინც მოიხმარეთ ან თქვენ ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ხედავთ რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა არაადეკვატურია ვერ ერქმევა დროში და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112 და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დეწესებულებაში!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს!“, - წერს ზურა სიხარულიძე.

მთავარი სიახლეები

ვიდეოები

1653161759

უკანასკნელი დღე "აზოვსტალში" - ვიდეოს "აზოვის" სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფი აქვეყნებს

უკრაინის ეროვნული გვარდიის „აზოვის“ სპეცდანიშნულების პოლკის პრესსამსახურის ფოტოგრაფმა დმიტრი კოზაცკმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე გადაღებული უკანასკნელი ვიდეო გამოაქვეყნა.შეგახსენებთ, რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მარიუპოლში "აზოვსტალის" ფოლადის ქარხანაში მყოფი ყველა მებრძოლი ჩაბარდა და ტერიტორია "სრულიად გათავისუფლდა".რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 16 მაისიდან 2 439-მა „ნეო-ნაცისტმა „აზოვისა და უკრაინის ჯარისკაცმა“, რომლებიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდნენ, „იარაღი დაყარეს და ჩაბარდნენ“.

დაბომბეს

ომი უკრაინაში

სოციალური თემა

puli

1651821060

300-ლარიანი ვაუჩერი მთავრობისგან საჩუქრად - ნახეთ სად, როდის და როგორ შეძლებთ მის აღებას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ფერმერების წახალისებას ითვალისწინებს.ფერმერებს ყოველ 1 ჰექტარ მიწაზე დაერიცხოთ 300 ლარი (ქულების სახით) და ამით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, აგრობარათების გამოყენება და „ლიბერთი ბანკიდან“ გაცემა 10 მაისიდან დაიწყება.ვის, როდის და სად დაერიცხება ქულებიქულები აგრობარათებზე ირიცხება. ქულების დარიცხვა და ამით სარგებლობა იმავე პრინციპით მოხდება, როგორც წინა წლებში იყო.პროგრამაში კვლავ „ლიბერთი ბანკი“ იქნება ჩართული. ქულები დაერიცხებათ აგრობარათის მფლობელებს. ხოლო ისინი, ვისაც აგრობარათი არ აქვთ, მაგრამ აქვთ შესაბამისი მიწის ნაკვეთი, 26 აპრილიდან შეძლებენ ბანკში ბარათის აღებას.სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები.როდის დაიწყება ქულების დარიცხვააგრობარათებზე ქულების დარიცხვა 10 მაისიდან დაიწყება და განაღდება წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.ბარათით სარგებლობის ვადააგრობარათებზე დარიცხული ქულებით სარგებლობის ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.რის შეძენას შეძლებენ ფერმერებიბარათზე დარიცხული ქულების გამოყენება შესაძლებელი იქნება შემდეგი საქონლის შესაძენად: სასუქები და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებები; სათესლე და სარგავი მასალები.

სხვა სიახლეები

ოლენა ზელენსკა

ომი უკრაინაში 1653214210

რა არის ორი სიტყვა, რომლის მოსმენაც ოლენა ზელენსკას ქმრისგან ყველაზე მეტად სურს

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ მეუღლესთან, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ქმარი თითქმის არ უნახავს.მისი თქმით, 24 თებერვალს ფანჯრის მიღმა უცნაურმა ხმებმა გააღვიძა. როდესაც თვალები გაახილა, ქმარი ოთახში არ იყო, გვერდით ოთახში გასულმა კი ვოლოდიმირისგან საშინელი სიტყვები მოისმინა: „დაიწყო“.იმ მომენტიდან, ​ოლენა აღიარებს, რომ ოცნებობს ქმრისგან მოისმინოს მხოლოდ ორი სიტყვა „ეს ყველაფერი დასრულდა", რაც ასე მნიშვნელოვანია ყველა უკრაინელისთვის.„მე ვცხოვრობ იმით, რომ ველოდები, როდის მეტყვის ამას. მე მესმის, რომ მე არ ვიქნები პირველი, ვისაც ის ამას ეტყვის, მაგრამ მინდა ამის მოსმენა ტელევიზიით მაინც", - თქვა ოლენა ზელენსკამ ინტერვიუში.

ზელენსკი

ომი უკრაინაში 1653213692

ზელენსკი მსოფლიოს სასურსათო კრიზისზე აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი 22 მილიონი ტონა საკვები პროდუქტების ექსპორტის ბლოკირებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ საერთაშორისო გამოცემა CNN წერს.ზელენსკის თქმით, თუ პორტებს არ აამუშავებენ, ბევრ ქვეყანას სასურსათო კრიზისი შეექმნება.“მსოფლიო საზოგადოებამ უნდა დაეხმაროს უკრაინას საზღვაო პორტების განბლოკვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ენერგეტიკულ კრიზისს მოჰყვება სასურსათო კრიზისი და მას კიდევ ბევრი ქვეყანა შეექმნება. რუსეთმა დაბლოკა თითქმის ყველა პორტი და ყველა, ასე ვთქვათ, საზღვაო შესაძლებლობა საკვების ექსპორტისთვის - ჩვენი მარცვლეული, ქერი, მზესუმზირა და სხვა ბევრი რამ.მსოფლიოში კრიზისი იქნება. მეორე კრიზისი ენერგეტიკის შემდეგ, რომელიც რუსეთის მიერ იყო პროვოცირებული ახლა სასურსათო კრიზისს შექმნის. თუ არ განბლოკავთ უკრაინისთვის მარშრუტებს. აფრიკას, ევროპის ქვეყნებს, აზიას ეს საკვები პროდუქტები სჭირდებათ“, - თქვა ზელენსკიმ შაბათს კიევში, პორტუგალიის პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოსტასთან მოლაპარაკების შემდეგ.ზელენსკიმ ასევე დაადანაშაულა მოსკოვი საკვები პროდუქტების "ეტაპობრივ მოპარვაში" და მათი გაყიდვის მცდელობაში.აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე ხორბლის მარაგი რუსეთიდან და უკრაინიდან შეადგენდა გლობალური ვაჭრობის თითქმის 30%-ს, ხოლო უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ექსპორტიორია. გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა - რომელიც მსოფლიოს ეხმარება გლობალურ სასურსათო დაუცველობასთან ბრძოლაში, ყოველწლიურად თავისი ხორბლის ნახევარს უკრაინიდან ყიდულობს. გაერო ქვეყნებს აფრთხილებს, თუ უკრაინის პორტები არ გაიხსნება, შედეგები საშინელი იქნება.

პრემიერ-მინისტრი

პოლიტიკა 1653213322

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში , რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.

ენტონი ბლინკენი

მსოფლიო 1653213248

VIDEO: „თანამშრომლებმა არ მომცეს ნება პუტინისთვის "ჩვენ აღარ ვიქნებით ერთად" მემღერა - ენტონი ბლინკენი

„ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა და პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა“, - ეს ენტონი ბლინკენმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სტუდენტენთან სიტყვითა გამოსვლის დროს განაცხადა.შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამ სიტყვებით მინიშნება გააკეთა, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება არ მოხდება."ჩემმა თანამშრომლებმა არ მომცეს ნება, აქ გიტარა მომეტანა, რომ პუტინისთვის ტეილორ სვიფტის სიმღერა, სახელწოდებით "ერთად აღარ ვიქნებით" მემღერა. ანუ აღარ ვიქნებით პრეზიდენტ პუტინთან. მათ თქვეს, რომ ეს "არადიპლომატიური" იქნებოდა." - თქვა ბლინკენმა. LIVE: Antony Blinken commencement address at Georgetown University https://t.co/iIE9wJPWyk — Reuters (@Reuters) May 21, 2022

ჰოროსკოპი

ჰოროსკოპი 1653211533

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის 22-23-ე დღე. დღეს მთვარე თევზებში გააძლიერებს ემოციებს და გიბიძგებთ, იმოქმედოთ არც თუ ისე გონივრულად. მიზანშეწონილია, აქტიურ მოქმედებებს უპირატესობა მიანიჭოთ. გამონახეთ დრო კონფიდენციალური საუბრისთვის. ერიდეთ ინტრიგებსა და გაუწონასწორებელ ნაბიჯებს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.ვერძიშესაძლოა, თავი მოუსვენრად იგრძნოთ, გამორიცხული არაა, გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ ჩვეული რიტმიდან ამოგაგდოთ, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველაფერი მალე დალაგდება.კუროიმდენად შეიცვლება ვითარება, შესაძლოა, რეალობა დაუჯერებლად მოგეჩვენოთ. გამოიყენეთ სამყაროსგან ბოძებული შანსი, ეჭვს ნუ შეიტანთ ახლობლების კეთილსინდისიერებაში და მიზანს მიაღწევთ.ტყუპებისაკუთარ საიდუმლოს ნურავის გაანდობთ, ნუ ენდობით ყველას, ნუ ილაპარაკებთ თქვენს გეგმებზე, კარგად გააანალიზეთ ყოველი ნაბიჯი, ყოველი წვრილმანი და გამოსავალს აუცილებლად იპონით.კირჩხიბიმშფოთვარე დღეა, შესაძლოა, ვინმე შეეცადოს თქვენს ემოციებზე თამაშს, ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და, უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციოთ, ამ შემთხვევაში, ყველაფერი კარგად იქნება.ლომიშესაძლოა, უხეშად მოინდომონ თქვენს საქმეებში ჩარევა, ნუ მოუსმენთ სხვებს, ნურც პროვოკაციებს აჰყვებით, იყავით თქვენი მიზნის ერთგული და არა მხოლოდ საუკეთესოდ მოახდენთ რეალიზებას, არამედ, სამომავლოდ უფრო მეტად განიმტკიცებთ მდგომარეობას.ქალწულითუ თქვენთვის მნიშვნელოვან მიზანს ახლა ვერ მიაღწიეთ, ნუ ჩაიქნევთ ხელს და ნუ დაკარგავთ ინტერესს. დაისვენეთ, განმარტოვდით და მეტი კონცენტრირება მოახდინეთ თქვენს მიზნებზე.სასწორიშესაძლოა, საკუთარ თავში რაღაც ახალი თვისებები აღმოაჩინოთ. დიდია შანსი, გაჭიანურებულ და გადადებულ საქმეებს ახლა დაესვას წერტილი და კარგი შედეგიც მიიღოთ.მორიელიიყავით მტკიცე და თავდაჯერებული, რადგან ნებისმიერი საკითხი, მიუხედავად მნიშვნელოვანი ცვლილებებისა, შეგიძლიათ თქვენს სასარგებლოდ გადაწყვიტოთ.მშვილდოსანიწარმატებას მიაღწევთ საქმეში, რაც ასე გაშფოთებთ. დაეყრდენით საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, იმოქმედეთ სტრატეგიულად.თხის რქაშეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან, ნუ შეუქმნით დაბრკოლებას ნურავის და ნურაფერს, ვინც/რაც წასასვლელია, უნდა წავიდეს. ცვლილებებ,ი საბოლოოდ, თქვენს სასარგებლოდ იმუშავებს.მერწყულიგაგახარებთ პატარ-პატარა წარმატებები. თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობთ. მიჰყევით შეუპოვრად დასახულ მიზნებს.თევზებიკმაყოფილი და იმედით სავსე შეხვდებით ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, თევზების უმეტესობისთვის, კარგი დღეა.