„ამისთვის ღამეები მეთია კი არა, კალიასკაში უნდა ჩამესრისა!“ - დინა მირცხულავას სახალისო პოსტი

დინა მირცხულავა

მწერალი დინა მირცხულავა აქვეყნებს წერილს, რომელიც მისი ბავშვობის სიყვარულისგან მიიღო.

„ბავშვობაში ვუყვარდი ამ უნიროს, ორი ცოლი გამოიცვალა და იმ ცვლილებებს შუა ვუთხოვდებოდი ყოველთვის.... გულსათუთქი წერილი დამახვედრა დილას. უცვლელად გადმომაქვს:

„ჰოდა, ჩემო დინაჩკა, მოვესწარი ამ დღესაც - ჩემი ქალიშვილი და ვიღაც თმაგაბურძგნილი, ჩაჩაჩულშარვლიანი, უნასკებო მისივე თანატოლი ჟღურტულ-ჟღურტულით მისეირნობდნენ ქუჩაში! გავაჩერე მანქანა, მოვარდა ჩემი გოგო, ჩამომიდგა ფანჯარასთან და „ეს ის არ არის, რაც შენ გგონია“ სახით დამიწყო სხვათა შორის ლაპარაკი. თან ცდილობდა ისე დამდგარიყო, რომ ის მისი კავალერი არ დამენახა! იმან კი დრო იხელთა და მოძუძგა!
დაბრძანდი-მეთქი მანქანაში, საყვარელო პირმშოვ! უი არა, ფეხით გამოვისეირნებო! უკვე საკმარისად ისეირნე და დაჯექი მეთქი აწი! დღეს მასთან შეხვედრის იმედი ნუ გექნება, ახლაც კისრისტეხით გარბის- მეთქი! დაჯდა.

- ვინაა, შვილო, ეს თაბორს ჩამორჩენილი ციგნის ბუხრის საწმენდს რომ ჰგავს-მეთქი? მართლა გულწრფელად მაინტერესებდა ნუუუუ! ხოდა, რა მითხრა იცი ამ ეშმაკის ნათლულის ნაშიერმა?

-დინას მამას რომ იგივე ეთქვა შენზე მოგეწობებოდაო? ვაააააახ ჩემი-მეთქი!

- ჯერ ერთი, დინას მამა ქუჩაში კი არ გადამყრია, თვითონ მივადექი სახლში, ადამიანურად ჩაცმულ-დახურული, ხელიც ჩამოვართვი და კარგი სიტყვა-პასუხი გვქონდა ერთმანეთში-მეთქი! მერე ის, რომ შენ შეიძლება არ იცი და დინა უკვე გათხოვდა და შესაბამისად, არანაირი აზრი აღარ აქვს მამამისი ჩემზე რას ლაპარაკობს, დღეს სულ სხვა პიროვნება ეყოლება პროგრამაში და დიდად არ მაინტერესებს, მასზე რას იტყვის-მეთქი! და ამ დროს რა ქნა შენმა ფავორიტკამ ?? კანტროლკა მესროლა: - იიიი, გაგითხოვდა?? ჩემმა გოგომ! ჩემმა საკუთარმა შვილმა!ამისთვის ღამეები მეთია კი არა კალიასკაში უნდა ჩამესრისა! მე იმის დედა ვატირე, ვინც პირველად თქვა გოგო მამასიაო! პ.ს. ამ ეტაპზე ძალიან კარგი მეგობრები ვართ და მის გოგოზე ვგიჟდები.....“, - წერს მწერალი.