დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებში გარკვეული ცვლილებებია - დეტალურად
1762580006
ალტ-ინფოს პარტიისთვის საქმიანობის უფლების შეჩერების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
როგორც პეტიციაშია აღნიშნული, პოლიტიკური საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებზე და არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ადამიანის უფლებებს.
"დღეს უკრაინის ოკუპაციის პარალელურად საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პოლიტიკური პარტია კონსერვატიული მოძრაობის საქმიანობა, რომელიც ღიად უქმნის საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებას. აღნიშნული პარტიის საქმიანობა და იდეა ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და სახელმწიფოს უსაფრთხოებას აყენებს საფრთხის წინაშე", — ნათქვამია პეტიციაში.
აქვე ორგანული კანონიდან მოყვანილია 2 მუხლი რის საფუძველზეც ორგანიზაციას ფუნქციონირება უნდა შეჩერდეს.
ცნობისთვის, პრორისულმა ძალადობრივმა ორგანიზაციამ ალტ-ინფომ პარტია დააფუძნა და ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე ოფისები გახსნა.
ალტ-ინფოს სახელთანაა დაკავშირებული 5 ივლისის მოვლენები, რა დროსაც პროფესიული მოვალეობის დროს ჟურნალისტებს სცემეს. „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა ცემიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.