1765830524
„ახლა თქვენ გეკითხებით რა ვქნა? გადავაგდო ეს 36 ადამიანი? თუ ის 70 000 ლარი ვიზარალო და ჩავშალო ვიზიტი“ - დათო ლიკლიკაძე
„ძვირფასო მეგობრებო, ვინაიდან ჩემი ქმედება და საქციელი, რაც არ უნდა ზნეობის ფარგლებში იყოს გამოხატული, ხშირად ხდება საზოგადოების განსჯის საგანი (არ მეჩვენება! ყოველთვის გამოჩნდება ისეთი, რომელიც გამუდმებით ჭკუას მარიგებს), უნდა მოგახსენოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დათო ლიკლიკაძე წერს.
„მე დღეს საღამოს არაბეთის გაერთიანებულ საამიროში მივემგზავრები (აბუ-დაბსა და დუბაში). გამგზავრების მიზანი არის ტურისტული.
პირადად მე საგულაოდ კი არა სამუშაოდ მივდივარ. გახლავართ გიდი. ტური 36 ადამიანმა (უპრეცედენტოდ ბევრმა) შეიძინა. აბუდაბი-დუბაის ტური ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გავყიდეთ. ადამიანები იმსახურებენ თავიანთი დანაზოგით და შრომით დაისვენონ სადაც უნდათ. ვიზიტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ ტური სწორედაც, რომ დათო ლიკლიკაძის გამო შეიძინა. ახლა თქვენ გეკითხებით რა ვქნა? გადავაგდო ეს 36 ადამიანი? თუ ის 70 000 ლარი ვიზარალო და ჩავშალო ვიზიტი?
დიახ აბსოლუტურად მესმის შექმნილი ვითარება. ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამას არ განვიცდი. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი, ვისი ქოლგის ქვეშაც მივემგზავრები, ახლაც უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე დგას.
ტურში მონაწილე რამდენიმე ადამიანი მოხალისედ ჰუმანიტარულ ტვირთებს ზიდავს ამ დრომდე. კიდევ ერთი მონაწილე, რომელიც ჩემთან ერთად მოფრინავს, ორი შვილის დედა ელენე გუბაევა, თავისი მანქანით გუშინ თბილისის აეროპორტში წავიდა, უკრაინელ ოჯახს (დედას, შვილებით) დახვდა, ჩასვა მანქანაში და თავის სახლში ჩაიყვანა ბათუმში, დააბინავა და ახლა ისევ ქუთაისში მოემართება. ელენემ უკრაინელი ქალბატონი და მისი შვილები ფეისბუკით მოძებნა, რომლებიც შველას ითხოვდნენ. ის არ დაპოსტავდა და ამიტომ დავპოსტე.
მოკლედ იმის თქმა მინდა, ზუსტად ვიცი ჩემზე ატყდება ამბავი, ამას რა დუბაი უნდოდა, ახლა ამის დროაო.
კი ბატონო არ არის ამის დრო, მაგრამ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო სამი თვით ადრე!
და ბოლოს! შექმნილი მდგომარეობის გამო რომელი პროფესიის ხალხი გაჩერდა ქვეყანაში? ვინც მუშაობდა, რომელი არ წახვედით სამსახურში? ვისაც ოჯახში „ორი კაპიკი“ შეგაქვთ რომელმა თქვით უარი? ხოდა უკაცრავად, მაგრამ ტურიზმი ჩემი სამსახურია.“,- წერს დათო ლიკლიკაძე.












