„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...“ - რა შეემთხვა არუნ ხათრის
1762028338
გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, „ქალებს უფრო მეტად სურთ ან სჭირდებათ დაქორწინება“, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ უფრო ხშირად დაქორწინებას მამაკაცები ჩქარობენ. ამის შესახებ წერს CNBC Make It, DatingNews.com-ისა და კინსის ინსტიტუტის უახლეს კვლევაზე დაყრდნობით. კვლევაში 2000 მარტოხელა ამერიკელი მონაწილეობდა.
„არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ქალებს უფრო მეტად სურთ ან სჭირდებათ ურთიერთობები, ვიდრე მამაკაცებს, და თითქოს ქალები უფრო მიდრეკილნი არიან სწრაფად დაიწყონ ურთიერთობა,“ — აღნიშნავს კინსის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი ჯასტინ ლემილერი.
მკვლევრების დასკვნით, მამაკაცებს ფინანსური მოტივი ამოძრავებთ, ისინი ხშირად აჩქარებენ ურთიერთობის განვითარებას, რათა ეკონომია გააკეთონ. თუმცა, ექსპერტების თქმით, საქმე მხოლოდ ფინანსებში არ არის.
„ჰეტეროსექსუალი მამაკაცებისთვის, განსაკუთრებით, რომანტიკული ურთიერთობები სოციალური და ემოციური მხარდაჭერის მთავარი წყაროა. ამიტომ, როცა მათ ეს არ აქვთ, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობა იკლებს,“ - აღნიშნავს ლემილერი.
ტორონტოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის და მკვლევარის ჯეფ მაკდონალდის აზრით, ქალები უფრო ხშირად ბედნიერები არიან მარტოობაში, ვიდრე მამაკაცები.
„ქალები უბრალოდ უკეთესად იღებენ ასეთ მხარდაჭერას მეგობრებიდან და ოჯახიდან. მამაკაცებს, როგორც წესი, უფრო უჭირთ ამასთან გამკლავება დამოუკიდებლად.“
კვლევამ ქორწინების დაჩქარებასთან დაკავშირებული სტერეოტიპი გააქარწყლა: აღმოჩნდა, რომ გამოკითხული მარტოხელა მამაკაცების 28,6% მზადაა დააჩქაროს ერთად ცხოვრება პარტნიორთან, ხოლო 18,8%-ს სურს უფრო ადრე დაქორწინდეს. გამოკითხულ ქალებში კი მხოლოდ 18,8%-ია თანახმაა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ერთად ცხოვრებაზე, ხოლო 13,7% ისწრაფვის ადრე დაქორწინებას.