8 წლის გოგონა, რომელიც ერთი წლის ბავშვს ჰგავს - ბელას ვიდეოებს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ბელა ტომსონი

8 წლის ბელა ტომსონი გენეტიკური დაავადების გამო ერთი წლის ბავშვს ჰგავს. გოგონას ხრტილოვანი თმის ჰიპოპლაზია აქვს. 8 წლის ბავშვს აქამდე უკვე 3 ოპერაცია აქვს გაკეთებული, იქამდე კი სანამ ერთი წლის გახდებოდა, დიდი ნაწილი საავადმყოფოში აქვს გატარებული.

ექიმებმა ჯერ არ იციან, გააგრძელებს თუ არა გოგონა ზრდას, მაგრამ მიაჩნიათ, რომ ბელა ერთ დღეს შეიძლება გაიზარდოს და სიმაღლეში ერთ მეტრსაც მიაღწიოს.

მიუხედავად მსგავსი დაავადებისა, ბელა პოზიტიური და ბედნიერი გოგონაა. ამის გამო ის სოციალურ ქსელ TikTok-ზე საკმაოდ პოპულალურია.

მისმა ინსპირაციულმა ვიდეოებმა 4,5 მილიონი გამომწერი და 96 მილიონი მოწონება მოიპოვა. მას მოქალაქეები „მამაც ბელას“ უწოდებენ.

 

როგორც გოგონას დედა ამბობს, სოციალურ ქსელში ბელას ვიდეოების გამოქვეყნების მიზანი თავიდანვე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იყო. მშობელს უნდოდა ხალხისთვის უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა დაავადების შესახებ, რადგან შემდეგ მისი შვილი არ დაეჩაგრათ.

„ნამდვილი მიზეზი, რის გამოც დავიწყე ვიდეოების გამოქვეყნება, ის იყო, რომ მსურდა ხალხს გამეგო, რასთან გვქონდა საქმე, რადგან ვიცოდი, რომ ასე უკეთესად დავიცავდი ბელას. ადამიანები შეიძლება იყვნენ ბოროტები და თქვან ცუდი რამ იმის შესახებ, რაც არ ესმით“,- ამბობს გოგონას დედა.

ბელა აგრძელებს ბრძოლას. უყვარს სკოლა (სადაც მისი საყვარელი საგნებია მათემატიკა და პიარი) და პატარა ძმასთან თამაში. მისი აღნაგობა არ უშლის ხელს იმაში, რომ აიხდინოს თავისი ოცნება და გახდეს მოდის დიზაინერი, როდესაც გაიზრდება.

შემდეგი ეტაპი ბელასთვის ნაწლავის გადანერგვაა. მშობლები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ეს ოპერაცია გოგონას ცხოვრებას შეცვლის.