5 პროდუქტი, რომელიც ბავშვის სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს

ბულგარეთი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის შეზღუდვას გეგმავს

ენდოკრინოლოგი, ლაშა უჩავა ასახელებს 5 პროდუქტს, რომელიც ბავშვის სიმაღლეში ზრდას უწყობს ხელს.

 „ესენი გახლავთ ხორცის პროდუქტები, ვინაიდან ისინი შეიცავენ მნიშვნელოვან ამინომჟავებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი კუნთოვანი ქსოვილის ზრდისთვის. მეორე - ეს არის რძის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს დიდი ოდენობით კალციუმს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ძვლის მეტაბოლიზმისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაციონში ჩართული იყოს ბოსტნეული, განსაკუთრებით კი მწვანე, რომელიც ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს და მდიდარია ბოჭკოთი. არ უნდა დაგვავიწყდეს ხილი, რომელიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებითა და ვიტამინებით; განსაკუთრებით კი უნდა შევარჩიოთ ისეთი ხილი, რომელიც მდიდარია როგორც რკინით, ასევე C ვიტამინით. და ბოლოს, მნიშვნელოვანია წყალი, რომელიც ჩვენი მეტაბოლიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, - ამბობს ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა.