,,2 კვირაში, მძიმე ოპერაცია გაუკეთდება... ბაჩოზე არაფერი იცის...“ - მძიმე ავარიაში გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება

lika

სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული 18 წლის ლიკა კუჭუხიძე გადარჩა. მისი ჯანმრთელობისთვის მთელი საქართველო ლოცულობდა, ხოლო აბაშის ერთ-ერთ ტაძარში მის სახელზე საჯანმრთელო ლოცვები ყოველდღიურად ტარდებოდა.

სტიქაროსანი საბა ზარქუა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ ლიკა უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. მას ოპერაციისთვის ამზადებენ და ამჟამად ნათესავის სახლში იმყოფება.

„საავადმყოფოდან გამოწერეს ლიკა, მაგრამ ქუთაისშია ახლობლის სახლში, იმიტომ რომ აქ მნახველებმა რომ არ შეაწუხოს.

თან 2 კვირაში მძიმე ოპერაცია უკეთდება ხერხემალზე“,  - ამბობს საბა ზარქუა.

გადარჩენილ ლიკა კუჭუხიძეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან და არ იცის მისი მეუღლის 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების შესახებ.

19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.

შეგახსენებთ, სამტრედია-აბაშის მონაკვეთზე  უმძიმესი ავარია მოხდა. თვითმხილველის თქმით, ერთმანეთს, ოთხი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავდა ათი პირი, მათგან შვიდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, სამს კი დახმარება ადგილზე გაეწია.

გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება.