+19 +24 გრადუსი სითბო - ამინდის პროგნოზი 13 მარტამდე

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს.

13 მარტამდე სითბოს ფონზე საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.