ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
ნარკოდანაშაულზე დაკავებულ ჟურნალისტს ნიკუშა კაციას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
მოსამართლის განმარტებით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა აკმაყოფილებს ვარაუდის სტანდარტს პირის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.
პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს, რის გამოც მის მიმართ პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.
ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ამოღებული ნარკოტიკის ოდენობიდან გამომდინარე, ის მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის არ იყო, შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებითაც ჩასატარებელი იყო.
პროკურატურის შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებდა, რომ კაცია წარსულში ნასამართლევი არ იყო და არასდროს ადმინისტრაციული კანონდარღვევაც კი არ ჩაუდენია.
ადვოკატმა კაციას 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.