ვინ არის 42 წლის ქალი, რომელიც ბათუმში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

პოლიცია

ბათუმში, გაურკვეველ ვითარებაში 42 წლის ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. 

გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ ქალი ბათუმში სამუშაოდ იყო წასული. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ახალსოფელში გადაასვენეს და ცხედარი ახლობლებმა ნახეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ქალი მოკლულია, რადგან მთელს სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

გარდაცვლილი 42 წლის დალი ელიზბარაშვილია. 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს 4 სახის ექსპერტიზა ჩაუტარდა. 

გამოძიების ფარგლებში, ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები, ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

✕