კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
სამუდამო პატიმრობა მისჯილმა ჩარლზ მენსონმა, რომელიც სასჯელს სექტანტური კომუნის ხელმძღვანელობისთვის იხდის და ჩადენილი აქვს სასტიკი მკვლელობები, რამდენიმე წლის წინ განაცხადა, რომ დაქორწინდა 26 წლის აფტონ ბარტონზე. თუმცა, ქორწილი არ შედგა, ვინაიდან მანსონმა შეიტყო, რომ გოგონას განზრახული ჰქონდა, მისი სიკვდილის შემდეგ, სხეულის ბალზამირება გაეკეთებინა და სხვადასხვა ადგილზე გამოეფინა, ფულის შოვნის მიზნით.
ნატალია ფიჩუშკინა
ბიტცევსკელი მანიაკის პატარძალი
ნატალია მალავს თავის ზუსტ ასაკსა და ნამდვილ სახელს – გოგონა უკმაყოფილოა იმ პოპულარობით, რომელიც მას სერიულ მკვლელ პიჩუშკინთან ნიშნობამ მოუტანა. პიჩუშკინის ანგარიშზე 49 ადამიანის სიცოცხლეა.
2014 წელს, NTV- ზე, გადაცემა – „ახალი რუსული სენსაციები“ მანიაკის ქორწილს მიეძღვნა, მაგრამ ქორწინება აღარ შედგა. შემდეგ ჟურნალისტებმა მოახერხეს გოგონასთან საუბარი და გაარკვიეს უთანხმოების მიზეზები.
ინტერვიუში ნატალიამ აღიარა, რომ გადაცემის გამოსვლის შემდეგ, კოლონიის ადმინისტრაციამ პიჩუშკინთან მიმოწერა შეუწყვიტა, მაგრამ მას ის მაინც უყვარს. სწორედ მიმოწერით დაიწყო ნატაშას რომანი მანიაკთან. გოგონა ახალგაზრდობიდან დაინტერესებული იყო იმ ადამიანების ფსიქოლოგიით, ვისაც მკვლელობა შეეძლო.
„ესენი არიან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები. საინტერესოა მათთან. ისინი განსხვავდებიან ნაცრისფერი მასისგან. ისინი ჩვენზე უკეთესები და ჭკვიანები არიან”, – ამბობს გოგონა. საშუალო სკოლაში მან წაიკითხა ჩიკატილოს ბიოგრაფია და დაიწყო მიმოწერა მსჯავრდებულებთან, რომელთაც თითო მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ მალევე დაიღალა ამით.
ნატალია ოცნებობდა არა „ერთჯერად“ მკვლელთან, არამედ ნამდვილ მანიაკთან შეხვედრაზე და მისი ოცნება ახდა! „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი პიჩუშკინის ზუსტ მისამართს. შემდეგ მივწერე. დავიწყეთ მიმოწერა. 2 წლის შემდეგ მივხვდი, რომ შეყვარებული ვიყავი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, – ჰყვება ნატაშა სიყვარულის ისტორიას. ახლა ასევდიანებს ქორწილის გაუქმება და დაბრკოლებები, რომლებსაც ზედამხედველები შეყვარებულებს უქმნიან.
დორინი ლაოი
„ღამის სტალკერის“, რიჩარდ რამირესის მეუღლე
13 ადამიანის მკვლელმა, რიჩარდ რამირესმა 1996 წელს იქორწინა თავის ერთ-ერთ გულშემატკივარზე. ქორწილი ციხეში შედგა, თუმცა ოჯახური ცხოვრება არ შედგა, რადგან წესრიგის უამრავი დარღვევისა და უხამსი საქციელის გამო, რამირესს აკრძალული ჰქონდა ვიზიტორებთან შეხვედრა. რამირესი ღამით იჭრებოდა კალიფორნიელების სახლებში და სატანური რიტუალებით სჩადიოდა სასტიკი მკვლელობებსა და ძალადობას.
კაროლ ენ ბუნი
„ნეილონის მკვლელის“, ტედ ბანდის ცოლი
მკვლელის, მოძალადის, კანიბალისა და ნეკროფილის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია – ეს მაჩვენებელი 26-დან 100-მდეა (თავად მანიაკმა აღიარა 30 მკვლელობა). 1974-1978 წლებში, ოთხი წლის განმავლობაში მისი შემზარავი დანაშაულობები გასცდა შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს. ბანდის სასამართლო პროცესი აშშ – ს ისტორიაში პირველი იყო, რომელიც სატელევიზიო ეთერში გადიოდა ქვეყნის მასშტაბით და სასამართლო პროცესს აშუქებდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ჟურნალისტები.
ყველა ამერიკელი მზად იყო, პირადად გამკლავებოდა სადისტს, მაგრამ არა – უშიშარი კაროლ ენ ბუნი, ბანდის ყოფილი კოლეგა და მარტოხელა დედა. მან დააპატიმრებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე გაიცნო ბანდი და არაფერი იცოდა მკვლელობების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მთელმა მსოფლიომ შეიტყო ბანდის შესახებ და მკვლელი სიკვდილით დასაჯა, ქალმა არ დატოვა საყვარელი. სასიკვდილო განაჩენის აღსრულებამდე ცოტა ხნით ადრე, ბანდიმ და კეროლმა თავი ცოლ-ქმარად გამოაცხადეს სასამართლოს დარბაზში (ოფიციალური ცერემონია არ ჩატარებულა).
ვერონიკა კოპტონი და ქრისტინე კიზუკა
ჰილსაიდელი მახრჩობელების, კენეტ ბიანჩისა და ანჯელო ბუონოს პატარძლები
კენეტ ბიანჩი და ანჯელო ბუონო – სერიულმა მკვლელები, რომლებიც ერთად მოქმედებდნენ. მათ ციხეში იპოვეს სიყვარული. 1977 წლიდან 1979 წლამდე, ორი წლის განმავლობაში, ბიანჩი და ბუონო აწამებდნენ 12 გოგონას, მაგრამ ეს ვერ აჩერებდა მათ შეყვარებულებს, რომლებთანაც ურთიერთობა ციხეში დაიწყეს.
უფრო მეტიც, ვერონიკა კოპტონიმ, კენეტ ბიანკის შეყვარებულმა, არა მარტო საგონებელში ჩააგდო გამოძიება, მის ჩვენებას მის საყვარელ საქმესთან დაკავშირებით, არამედ თვითონვე სცადა დანაშაულის ჩადენა “Hillside Stranglers” – ის სტილში, რომ პოლიცია დაერწმუნებინა, რომ ნამდვილი მანიაკები იყვნენ ჯერ კიდევ თავისუფლები. ამისთვის გოგონას პატიმრობა მიუსაჯეს. მეორე მანიაკის პატარძალი, ანჯელო ბუონო, მრავალშვილიანი მარტოხელა დედა იყო და ამის მიუხედავად, მაინც გახდა მისი ცოლი. მკვლელი თავის გულშემატკივარზე დაქორწინდა 1986 წელს, როცა უკვე იხდიდა სამუდამო პატიმრობას.
ანა ერიქსონი და ტემი რუთ საკომანი
ძმები მენენდეზების ცოლები
ლაილი და ერიკ მენენდესები სერიული მკვლელები არ იყვნენ, მაგრამ მათ მიერ ჩადენილმა „ერთჯერადმა“ დანაშაულმა შოკში ჩააგდო ამერიკა: 1994 წელს, 21 წლის ლაილმა და 18 წლის ერიკმა თოფებით დახოცეს მშობლები, რომ ოჯახის ბიუჯეტტით ესარგებლათ. ახალგაზრდებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ პატიმრობაში მათ დაქორწინებაც მოახერხეს.
2001 წელს ანამ განქორწინება მოითხოვა და დაადანაშაულა ქმარი ღალატსა და სხვასთან მიმოწერაში. ერიკის მეუღლემ პრესასთან საუბრისას მკვლელთან ურთიერთობა აღწერა რომანტიკად, რომელსაც იგი „მთელი ცხოვრება ელოდა“ და არ ეგონა, რომ ოდესმე მას მსგავსი რამ დაემართებოდა. 2005 წელს გოგონამ გამოაქვეყნა წიგნი ერიკ მენდესთან რომანზე და ოფიციალურად აიღო მისი გვარი. ძმები ახლაც იხდიან სასჯელს.