„უბრალოდ მაპატიეთ... ხმას არ ამოვიღებ, განაჩენს არ გავასაჩივრებ" - შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული

შანაი ბრუკი

შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა. მან დღევანდელ პროცესზე ბოდიში მოიხადა და იტირა.

„უბრალოდ, მაპატიეთ.. რაც არ უნდა გამოიტანოთ განაჩენი, ხმას არ ამოვიღებ, არ გავასაჩივრებ, ბოლომდე დავდგები, ბოდიშს გიხდით," - განაცხადა დარბაზში ბრალდებულმა.

სხდომა განაჩენის გამოცხადების ეტაპზე, 9 მარტისთვის გადაიდო, რადგან შანაი ბრუკის ძმას პროცესზე დასწრება სურს.

საქმის პროკურორის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, რაფაელ მურსაკულოვს ფსიქოტროპული მედიკამენტების მიღების კვალი აღენიშნებოდა, თუმცა დანაშაულის ჩადენისას ის შერაცხადი იყო.

შეგახსენებთ, ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.