„ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე დააკავეს

ცოტნე ჯაფარიძე

,,ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს. 

მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.

არსებული ინფორმაციით, ცოტნე ჯაფარიძეს ყაზახ ტურისტთან მოუვიდა შელაპარაკება.

როგორც ,,პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, ჯაფარიძე დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების შესაბამისად, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.