თბილისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება

მკვლელობა

თბილისში, ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიყვანენ.

ექსპერტიზის ჩატარების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

ექსპერტიზით უნდა დადგინდეს, იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი.

კაცს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

მკვლელობა ვარკეთილში 9 იანვარს მოხდა. ქმარმა ცოლს, 27 წლის ქეთევან ედიბერიძეს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ედიბერიძე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა. კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა, რის გამოც ისიც კლინიკაშია.