თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

გიორგი გახარია

 თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდზე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა უკვე შეეფარდა. გიორგი გახარიას 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.