თბილისის ლიფტებში, არასრულწლოვან ბიჭებზე ძალადობდა, სანაცვლოდ კი 3-დან 30 ლარამდე სთავაზობდა თანხას სთავაზობდა - პედოფილის საქმის დეტალები

პედოფილი

2018 წელს პედოფილიის საქმემ საზოგადოება შეძრა. 43 წლის მამაკაცი გ.ვ 12 წლის მოზარდზე  4 წლის განმავლობაში ძალადობდა. საქმეში კიდევ 15 მსხვერპლი არასრულწლოვანი ფიგურირებს.

პედოფილმა დაზარალებული მოზარდი 2014 წელს გაიცნო. დანაშაულის ადგილი უმეტეს შემთხვევაში გ.ს საცხოვრებელი სახლის ლიფტი იყო. მამაკაცი მოზარდს გარყვნილი ქმედების სანაცვლოდ 30 ლარს სთავაზობდა.

„რთული ოჯახური მდგომარეობა მქონდა. მშობლებთან არ ვიყავი. ვერ მაქცევდა დედა და მამა ყურადღებას. სკოლიდან გამოვედი, ფინანსურად მიჭირდა, ამერია ცხოვრება. გ.ვ ჩემი უბნელი იყო, მზრუნველობას და ყურადღება იჩენდა. ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი, რომ გავიცანი. ფულმა დამაინტერესა...“, - ამბობდა დაზარალებული მოზარდი.

სისხლის სამართლის საქმეში სხვა ბავშვების ჩვენებებიც დევს. პედოფილის მსხვერპლები უმეტეს შემთხვევაში მშობლებისგან უყურადღებოდ დარჩენილი ბავშვები იყვნენ. გარყვნილ ქმედებაში მონაწილეობის სანაცვლოდ გ.ვ ბავშვებს 3-დან 30 ლარამდე თანხას სთავაზობდა. გ.მ სასამართლოში კიდევ 15 ბავშვზე აღიარა ძალადობის ფაქტი. სასამართლომ იგი 43 დანაშაულებრივ ეპიზოდში ცნო დამნაშავედ.

ასევე დაგაინტერესებთ:

VIDEO: ესპანეთში დაკავებული ქართველების 7 კრიმინალური დაჯგუფება - რა სქემით მუშაობდნენ ქართველი კრიმინალები და როგორ გავიდა პოლიცია მათ კვალზე

„ავტომატით, ხანჯლით და ნიღბებით იყვნენ“ - კახეთში ოჯახს ბანკიდან სესხად აღებული 50 000 დოლარი წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ

სექსუალური ხასიათის ქმედების იძულება მოსწავლის მიმართ - სკოლის ავტობუსის მძღოლს 9 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა