სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს

არადეკლარირებული ოქრო

სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ლ.ვ.-ს, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 259,25 გრამი) გამოვლინდა.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 23 768,03 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.