საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა

გემი

პანამისა და პალაუს დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.

გემებს თავისუფალი ნაოსნობის უფლება ფოთის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მიეცათ.

✕