„ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პუტინის გასამართლებაში...“ - ლევან ალაფიშვილი

პუტინი ლორთქიფანიძე

იურისტი ლევან ალაფიშვილი ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გამოცემას  სამართლებრივად აფასებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში  წერს.

„ჰააგის სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერის აღსრულების ვალდებულება წარმოეშვა რომის სტატუტის მონაწილე 123 სახელმწიფოს. ჰააგის სახელმწიფომ პირველად გასცა ევრაზიის სახელმწიფოს მეთაურის წინასწარი დაკავების ორდერი. ჰააგის ორდერი შეცვლის რომის სტატუტის არაწევრი სახელმწიფოების ლიდერთა დამოკიდებულებას და ქცევას პუტინის და მისი რეჟიმის მიმართ. ქართველმა მოსამართლემ, გოჩა ლორთქიფანიძემ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს პუტინის გასამართლებაში, საქმის არსებით განხილვაში. იგი 2021 წლიდან არის ჰააგის ტრიბუნალის მოსამართლე“ - წერს ლევან ალაფიშვილი.