პოლიციაში გამოკითხვის მეორე დღეს ადამიანმა თავი მოიკლა - ნიკა სიმონიშვილი

საია-ს თავმჯდომარე

„2013 წელს პოლიციაში გამოკითხვის მეორე დღეს ადამიანმა თავი მოიკლა, მისი სრულყოფილად გამოძიება კი არ მოისურვა ხელისუფლებამ“, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მოიგეს.

მისი თქმით, ასე მიიჩქმალა ლუკა სირაძის საქმეშიც პოლიციელების ბრალი!

„აი, რატომ უნდა ხელისუფლებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელში ჩაგდება, ასეთი დანაშაულები რომ არ იყოს სათანადოდ გამოძიებული“, - წერს სიმონიშვილი

ცნობისთის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა მამუკა მიქაუტაძის საქმეს,რომელმაც შსს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. მიქაუტაძემ  2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით. 

ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა