პატიმრის გარდაცვალების საქმეზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა

ციხე

სახელმწიფო ინსპექტორის მიმართვის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამ თანამშრომელს ბრალი წარედგინა. საქმე ეხება ერთ-ერთი პატიმრის გარდაცვალების ფაქტს და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, ირაკლი ლუხოაშვილი მომხდარის დეტალებს იხსენებს.

"აღნიშნულ პირებს ევალებოდათ, მეთვალყურეობა გაეწიათ იმ პატიმრისთვის, რომელიც ნომერ მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, თუმცა ბრალდებულებმა, კერძოდ სამმა პირმა არ განახორციელა სამსახურებრივი მოვალეობა ჯეროვნად, რამაც გამოიწვია პირის გარდაცვალება  კერძოდ პირმა განახორციელა სუიციდი. გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა  სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დასაბუთებული წინადადება და სამ პირს წარედგინა ბრალდება,"- განმარტავს ირაკლი ლუხოშვილი.

საქმის გამოძიება ინსპექტორის სამსახურმა 2021 წელს დაიწყო, მაშინ მერვე დაწესებულების თანამშრომელმა სიცოცხლე სუიციდით, სამედიცინო დაწესებულებაში დაასრულა.

გამოძიებით დადგინდა, რომ საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის მონიტორინგი, არაჯეროვნად შეასრულეს მოვალეობა, პალატაში მარტო მყოფი პატიმარი დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. ამ დროს კი ბრალდებულმა თავი ჩამოიხრჩო.

პროკურატურამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილი წინადადება დღეს დააკმაყოფილა. სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.