1780955048
პარიზში საქართველოს შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი იწყება - მათ ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი წიგნების ქურდობას ედავებიან
პარიზის სასამართლოში საქართველოს შვიდი მოქალაქის სასამართლო პროცესი იწყება, რომლებიც ფრანგული ბიბლიოთეკებიდან იშვიათი რუსული წიგნების ქურდობაში არიან ბრალდებული. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება მილიონობით ევროს ღირებულების რუსულ კლასიკურ გამოცემებს, რომლებიც საფრანგეთის ბიბლიოთეკებიდან გაუჩინარდა.
ბრალდებულებს კრიმინალური ჯგუფის ორგანიზება და დანაშაულის ჩადენის განზრახვა ედებათ ბრალად, ხოლო რამდენიმე მათგანს დამატებით კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გაქურდვასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაულებისთვის მათ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მედიის ცნობით, ორი ბრალდებული — მიხეილ ზ. და ბექა თ. — მსგავსი დანაშაულებისთვის უკვე არიან გასამართლებული სხვა ქვეყნებში. მიხეილ ზ.-ს ლიეტუვაში 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ხოლო ბექა თ.-ს ესტონეთში 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. ისინი საფრანგეთს დროებით გადასცეს მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიზნით.
შვიდი ბრალდებულიდან ორს დაუსწრებლად გაასამართლებენ, რადგან მათი დაკავების მიზნით საერთაშორისო ორდერებია გაცემული.











