„ორგანიზება სხვა ჯგუფმა მოახდინა“ - რას ამბობს 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი

 დავით კრავეიშვილი

კონფლიქტის შესახებ დედაც და ბრალდებაც ვერ უარყოფს, რომ ორგანიზება სხვა ჯგუფმა მოახდინა, რომლებიც თავისუფლებაში არიან, მათ დაიბარეს ორი პიროვნება, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო მეორე მხრიდან კონფლიქტში ჩართული, - ამის შესახებ 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ლ.ი.-ის ადვოკატმა, ოთარ ხურციძემ განაცხადა.

​მისივე განმარტებით, წარდგენილი ბრალი ნამდვილად აბსურდულია და არ შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით განიხილებოდეს.

„კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილ ბრალდებას არ ვეთანხმებით, დანარჩენი, სასამართლოზე იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება დედას, ის ფაქტის შემსწრე არ არის, მისი სასამართლოში გამოსვლა ჩვენთვისაც ემოციური და მძიმე იყო, თუმცა, მან ფაქტებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრა. კონფლიქტის შესახებ დედაც და ბრალდებაც ვერ უარყოფს, რომ ორგანიზება სხვა ჯგუფმა მოახდინა, რომლებიც თავისუფლებაში არიან, მათ დაიბარეს ორი პიროვნება, დაახლოებით, 20-მდე ადამიანი იყო მეორე მხრიდან კონფლიქტში ჩართული.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს, თბილისში, სანზონაში 15 წლის მოზარდი, დავით კრავეიშვილი მოკლეს.