გიორგი მიქაუტაძე

მრავალი წელია, გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც არგუმენტი, არცერთი ფაქტი არ მოგვისმენია - გიორგი მიქაუტაძე

მრავალი წელია, ჩვენ გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი ამ საკითხის ირგვლივ არ მოგვისმენია, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.

„წლიდან წლამდე სასამართლო არის უფრო და უფრო დამოუკიდებელი. ამას ხელი შეუწყო სწორად და კარგად განხორციელებულმა რეფორმებმა. მრავალი წელია, ჩვენ გვესმის მოსაზრებები სასამართლოში გავლენიანი ჯგუფის შესახებ, თუმცა არც ერთი არგუმენტი, არც ერთი ფაქტი ამ საკითხის ირგვლივ არ მოგვისმენია. სასამართლო სისტემა ყოველთვის ზრუნავს მოსამართლეთა დამოუკიდებლობაზე. არსებობს მიზანმიმართული ხედვა, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმა და დამოუკიდებლობის გაძლიერება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა, რომელიც სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს, პირველი სხდომა გამართა.

მთავარი სიახლეები