კახეთში, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

jj

 თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, მდინარე იორის მარჯვენა სანაპიროზე, სამი ქვეყნის ერთობლივი სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

თურქული მედია, ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ "ჰერკულესის" ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის წევრები.

რა გახდა ამერიკული წარმოების თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, რომელიც განჯის აეროპორტიდან სამშობლოში ბრუნდებოდა - ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, ქართული, აზერბაიჯანული და თურქული მხარე ასევე კოორდინირებულად იმუშავებს.

ავიაკატასტროფის ადგილზე გუშინვე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.