„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
ნეაპოლში იტალიელმა სამართალდამცველებმა 33 წლის ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა ქართველმა ტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენი და მტვერსასრუტი მოიპარა, რომლებიც ზურგჩანთაში დამალა. ნივთების საერთო ღირებულება 1500 ევროს შეადგენდა.
მაღაზიის თანამშრომელმა შენიშნა, რომ ქართველი ტერიტორიის დატოვებას თანხის გადახდის გარეშე აპირებდა, რის გამოც კარაბინერები გამოიძახა.
იტალიელმა სამართალდამცველებმა კაცი ადგილზევე დააკავეს.