გორის კულტურის სახლში სუსი შევიდა

susi

გორის კულტურის სახლში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაწესებულებაში  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.

„გორის კულტურის სახლში ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა“,- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.