ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის უკანონო შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

უაქციზო სიგარეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების შედეგად ამოღებულია 150 000 კოლოფი FARGO-სა და MILANO-ს დასახელების სიგარეტი, რომლის საერთო ღირებულება 690 000 ლარს აღემატება.

„საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე.

საგამოძიებო სამსახური განაგრძობს ინტენსიურ მუშაობას დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების დადგენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.